9875 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება

ნინა პ.

ვაერთიანებ ფინანსურ სიზუსტეს, ლოგისტიკურ გამოცდილებასა და შედეგზე ორიენტირებულ აზროვნებას.

ვეძებ სამსახურს
გვარი ტელეფონი ელფოსტა CV ფაილი
ცხოვრობს
თბილისი · დისტანციურადაც
ეძებს
სრული განაკვეთი, ნახევარი განაკვეთი, ხელშეკრულებით, სტაჟირება
დაწყება
ახლავე
გამოცდილება
8 წელი
ღამის ცვლა და შაბათ-კვირა
არა

ჩემ შესახებ

ვარ შედეგზე ორიენტირებული პროფესიონალი, საბანკო სფეროში 5-წლიანი და ავტოიმპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით 3-წლიანი გამოცდილებით. ჩემი ძლიერი მხარეებია საოპერაციო პროცესების კოორდინაცია, დოკუმენტაციის სიზუსტე, ორგანიზებულობა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრა. საერთაშორისო გადაზიდვების პროცესებში თვეში 400-მდე კონტეინერის მონიტორინგის გამოცდილება დამეხმარა პროცესების მართვისა და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომის განვითარებაში. მსურს, ჩემი ცოდნა და გამოცდილება იმპორტისა და საერთაშორისო ლოგისტიკის მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმაო.

სამუშაო გამოცდილება5 სამსახური · 8 წელი

  1. თებ 2024 – დღემდე 2წ 9თვე
    ლოჯისტიკისა და საოპერაციო მენეჯერი
    გლობალ ავტო იმპორტი · თბილისი
    • Global Auto Import-ში პასუხისმგებელი ვიყავი ავტომობილების იმპორტისა და საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვების საოპერაციო პროცესების კოორდინაციაზე. ვმართავდი გადაზიდვებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ვაკონტროლებდი კონტეინერების გადაადგილებას, ჩამოსვლის ვადებსა და Release-ის პროცესს. ვთანამშრომლობდი საზღვაო ხაზებთან, ტერმინალებთან და პარტნიორ კომპანიებთან, ვაკონტროლებდი საოპერაციო ხარჯებს და ვუზრუნველყოფდი პროცესებში წარმოქმნილი საკითხების დროულ მოგვარებას. ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანი იყო იმპორტის პროცესების ეფექტიანი კოორდინაცია, ინფორმაციის სიზუსტე და ავტომობილების დროული მიღების ხელშეწყობა.
  2. სექ 2022 – თებ 2024 1წ 6თვე
    საკრედიტო ექსპერტი
    ლიბერთი ბანკი · თბილისი
    • საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე პასუხისმგებელი ვიყავი მომხმარებელთა ფინანსური მდგომარეობის შეფასებაზე, საკრედიტო განაცხადების დამუშავებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმებაზე. ვაანალიზებდი მსესხებლების გადახდისუნარიანობას, ვამზადებდი საკრედიტო გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციას და ვუზრუნველყოფდი კლიენტებთან ეფექტიან კომუნიკაციას. ჩემი საქმიანობა მოითხოვდა ფინანსურ ანალიზს, სიზუსტეს, პასუხისმგებლობასა და რისკების შეფასების უნარს.
  3. სექ 2020 – სექ 2023 3წ 1თვე
    სოციალური მარკეტინგი
    ბერბერის სალონი · თბილისი
    • პასუხისმგებელი ვიყავი სოციალური მედიის კონტენტის შექმნასა და დაგეგმვაზე, სოციალური ქსელების მართვასა და ბრენდის ონლაინ პოზიციონირების მხარდაჭერაზე. ვმუშაობდი ვიზუალური და ტექსტური მასალის მომზადებაზე, კონტენტის გამოქვეყნებასა და აუდიტორიასთან ონლაინ კომუნიკაციაზე.
  4. სექ 2019 – სექ 2022 3წ 1თვე
    უნივერსალური ბანკირი
    ლიბერთი ბანკი · თბილისი
    • უნივერსალური ბანკირი
    • ვემსახურებოდი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, ვუზრუნველყოფდი მათთვის საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებასა და შესაბამისი ოპერაციების შესრულებას. პასუხისმგებელი ვიყავი საბანკო ტრანზაქციების დამუშავებაზე, ფინანსური დოკუმენტაციის სიზუსტესა და მომხმარებელთა საჭიროებების შესაბამის მომსახურებაზე. სამუშაო მოითხოვდა ფინანსურ ცოდნას, სიზუსტეს, პასუხისმგებლობასა და ეფექტიან კომუნიკაციას.
  5. ოქტ 2018 – სექ 2019 1წ
    ციფრული კონსულტანტი
    ლიბერთი ბანკი · თბილისი
    • ციფრული კონსულტანტი
    • მომხმარებლებს ვუწევდი კონსულტაციას ციფრული საბანკო სერვისებისა და დისტანციური მომსახურების არხების გამოყენებასთან დაკავშირებით. ვეხმარებოდი ციფრული პროდუქტების გააქტიურებასა და გამოყენებაში, ვუხსნიდი მომსახურების პირობებს და ვუზრუნველყოფდი მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას. ჩემი საქმიანობა მოითხოვდა ტექნოლოგიურ სერვისებში გარკვევას, კომუნიკაციის უნარს, სიზუსტესა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას.

განათლება

  1. 2021
    ციფრული მარკეტინგი სოციალური მედია
    ციფრული ინდუსტრიის აკადემია · კურსი ან სერტიფიკატი
  2. 2021
    გრაფიკული დიზაინი
    ციფრული ინდუსტრიის აკადემია · კურსი ან სერტიფიკატი
  3. 2018
    ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი
    სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი · ბაკალავრი
  4. 2015 – 2018
    ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი
    სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი · ბაკალავრი
  5. 2014 – 2015
    ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი
    ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი · ბაკალავრი

უნარები11

გუნდური მუშაობაფინანსური ანალიზისაბანკო საქმესაცალო გაყიდვებისოციალური მედია გრაფიკული დიზაინიWordExcelPowerPointკონტენტის შექმნაშესაბამისობა

ენები

ინგლისური სასაუბრო
რუსული სასაუბრო
ქართული მშობლიური

მართვის მოწმობა და სერტიფიკატები

  • მართვის მოწმობა · Bწლიდან 2026

განახლდა 16 ოქტ

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

ვაკანსიაზე მოწვევა

მოქმედი ვაკანსია არ გაქვთ, რომელზეც მოიწვევთ. ვაკანსიის დამატება

მიიღებს შეტყობინებას და წერილს თავის ენაზე, ვაკანსიასთან ერთად. თუ განაცხადს გამოგიგზავნით, სრული სახელი, ტელეფონი და CV განაცხადს მოჰყვება.

მონაცემების მოთხოვნა

დაინახავს თქვენს კომპანიას, შეტყობინებას და ვაკანსიას და თავად გადაწყვეტს, რა გააზიაროს.

Pro

კანდიდატების მოწვევა Pro-ს ნაწილია

  • ✓მოიწვიეთ ნებისმიერი კანდიდატი ნებისმიერ ვაკანსიაზე
  • ✓მოითხოვეთ მონაცემები: ტელეფონი და ელფოსტა თანხმობის შემდეგ
  • ✓მოძებნეთ ყველა პროფესიით, უნარით, ენითა და ქალაქით
  • ✓Pro ნიშანი და აწევები თქვენს ვაკანსიებზე
Pro-ს დაწყება

შეწყვიტეთ ნებისმიერ დროს ანგარიშიდან. კანდიდატების დათვალიერება უფასო რჩება.

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა