ნინა პ.
ვაერთიანებ ფინანსურ სიზუსტეს, ლოგისტიკურ გამოცდილებასა და შედეგზე ორიენტირებულ აზროვნებას.
Yazıldığı gibi, Gürcüce Çeviriyi göster
- Yaşadığı yer
- Tiflis · uzaktan da
- Aradığı
- Tam zamanlı, Yarı zamanlı, Sözleşmeli, Staj
- Başlayabilir
- Hemen
- Deneyim
- 8 yıl
- Gece ve hafta sonu
- Hayır
Hakkımda
ვარ შედეგზე ორიენტირებული პროფესიონალი, საბანკო სფეროში 5-წლიანი და ავტოიმპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით 3-წლიანი გამოცდილებით. ჩემი ძლიერი მხარეებია საოპერაციო პროცესების კოორდინაცია, დოკუმენტაციის სიზუსტე, ორგანიზებულობა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრა. საერთაშორისო გადაზიდვების პროცესებში თვეში 400-მდე კონტეინერის მონიტორინგის გამოცდილება დამეხმარა პროცესების მართვისა და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომის განვითარებაში. მსურს, ჩემი ცოდნა და გამოცდილება იმპორტისა და საერთაშორისო ლოგისტიკის მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმაო.
İş deneyimi5 iş · 8 yıl
- Şub 2024 – halen 2y 9ayლოჯისტიკისა და საოპერაციო მენეჯერიგლობალ ავტო იმპორტი · თბილისი
- Global Auto Import-ში პასუხისმგებელი ვიყავი ავტომობილების იმპორტისა და საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვების საოპერაციო პროცესების კოორდინაციაზე. ვმართავდი გადაზიდვებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ვაკონტროლებდი კონტეინერების გადაადგილებას, ჩამოსვლის ვადებსა და Release-ის პროცესს. ვთანამშრომლობდი საზღვაო ხაზებთან, ტერმინალებთან და პარტნიორ კომპანიებთან, ვაკონტროლებდი საოპერაციო ხარჯებს და ვუზრუნველყოფდი პროცესებში წარმოქმნილი საკითხების დროულ მოგვარებას. ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანი იყო იმპორტის პროცესების ეფექტიანი კოორდინაცია, ინფორმაციის სიზუსტე და ავტომობილების დროული მიღების ხელშეწყობა.
- Eyl 2022 – Şub 2024 1y 6ayსაკრედიტო ექსპერტილიბერთი ბანკი · თბილისი
- საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე პასუხისმგებელი ვიყავი მომხმარებელთა ფინანსური მდგომარეობის შეფასებაზე, საკრედიტო განაცხადების დამუშავებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმებაზე. ვაანალიზებდი მსესხებლების გადახდისუნარიანობას, ვამზადებდი საკრედიტო გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციას და ვუზრუნველყოფდი კლიენტებთან ეფექტიან კომუნიკაციას. ჩემი საქმიანობა მოითხოვდა ფინანსურ ანალიზს, სიზუსტეს, პასუხისმგებლობასა და რისკების შეფასების უნარს.
- Eyl 2020 – Eyl 2023 3y 1ayსოციალური მარკეტინგიბერბერის სალონი · თბილისი
- პასუხისმგებელი ვიყავი სოციალური მედიის კონტენტის შექმნასა და დაგეგმვაზე, სოციალური ქსელების მართვასა და ბრენდის ონლაინ პოზიციონირების მხარდაჭერაზე. ვმუშაობდი ვიზუალური და ტექსტური მასალის მომზადებაზე, კონტენტის გამოქვეყნებასა და აუდიტორიასთან ონლაინ კომუნიკაციაზე.
- Eyl 2019 – Eyl 2022 3y 1ayუნივერსალური ბანკირილიბერთი ბანკი · თბილისი
- უნივერსალური ბანკირი
- ვემსახურებოდი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, ვუზრუნველყოფდი მათთვის საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებასა და შესაბამისი ოპერაციების შესრულებას. პასუხისმგებელი ვიყავი საბანკო ტრანზაქციების დამუშავებაზე, ფინანსური დოკუმენტაციის სიზუსტესა და მომხმარებელთა საჭიროებების შესაბამის მომსახურებაზე. სამუშაო მოითხოვდა ფინანსურ ცოდნას, სიზუსტეს, პასუხისმგებლობასა და ეფექტიან კომუნიკაციას.
- Eki 2018 – Eyl 2019 1yციფრული კონსულტანტილიბერთი ბანკი · თბილისი
- ციფრული კონსულტანტი
- მომხმარებლებს ვუწევდი კონსულტაციას ციფრული საბანკო სერვისებისა და დისტანციური მომსახურების არხების გამოყენებასთან დაკავშირებით. ვეხმარებოდი ციფრული პროდუქტების გააქტიურებასა და გამოყენებაში, ვუხსნიდი მომსახურების პირობებს და ვუზრუნველყოფდი მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას. ჩემი საქმიანობა მოითხოვდა ტექნოლოგიურ სერვისებში გარკვევას, კომუნიკაციის უნარს, სიზუსტესა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას.
Eğitim
- 2021ციფრული მარკეტინგი სოციალური მედიაციფრული ინდუსტრიის აკადემია · Kurs veya sertifika
- 2021გრაფიკული დიზაინიციფრული ინდუსტრიის აკადემია · Kurs veya sertifika
- 2018ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტისულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი · Lisans
- 2015 – 2018ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტისულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი · Lisans
- 2014 – 2015ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტიივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი · Lisans
Beceriler11
Diller
Ehliyet ve sertifikalar
- Ehliyet · Byılından beri 2026