8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

00T4SS4B 1 Eyl tarihinde yayınlandı 52 görüntüleme

Artizan Design Hotel

Artizan Design Hotel

უსაფრთხოების თანამშრომელი

Tiflis Tam zamanlı Güvenlik
Oturum açın ve başvurun
₾1300 / ay 2 Eki tarihine kadar başvurun

სასტუმრო "Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის.

ფუნქცია მოვალეობები:

  • სასტუმროში წესრიგის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სასტუმროში არსებული მატერიალურ ტექნიკური ფასეულობების დანაშაულებრივი ხელყოფისგან დაცვა;
  • ნებისმიერ არეულობაზე, კონფლიქტზე რეაგირება;
  • ცვლის განმავლობაში აწარმოოს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგი, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;
  • საჭიროებისამებრ ითანამშრომლოს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან;
  • პოლიციის ან/და სახანძრო სამსახურის გამოძახება, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში;
  • კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • პერიმეტრის სისუფთავეზე ზრუნვა;
  • მცირე ტექნიკური სამუშაოების შესრულება.

საჭირო ცოდნა/უნარ-ჩვევები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12 ანაზღაურება: 1300 ლარი გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ, 24 საათი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Artizan Design Hotel
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek