8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

02DNKJKN 4 Eyl tarihinde yayınlandı 58 görüntüleme

მეპერსი

მეპერსი

პროექტის საწყობის მენეჯერი

Batum Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1500 / ay 5 Eki tarihine kadar başvurun

"მეპერსი" გთავაზობთ საინჟინრო კომუნიკაციების სრულ პროექტირებას. კომპანია 10 წელზე მეტია მოღვაწეობს საინჟინრო სფეროში. სამუშაო პროცესის მაღალი ხარისხით შესრულებაზე ზრუნავს საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი.

"მეპერსს" განხორციელებული აქვს არაერთი ფართომასშტაბიანი პროექტი და ემსახურება ათეულობით მრავალფუნქციურ თუ საცხოვრებელ კომპლექსს, პრემიუმ კლასის სასტუმროს, ბიზნესცენტრსა და კომერციულ ობიექტს.

სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი დაკავებული თანამდებობა: პროექტის საწყობის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საქონლისა და მასალების მიღების, საწყობში სწორად განთავსების, უსაფრთხოდ შენახვისა და გაცემის პროცესის მართვა.
  • საწყობში ნივთების სწრაფი მოძიება და გაცემის პროცედურის გამარტივება.
  • საწყობში არსებული საქონლისა და მასალების ოდენობის მუდმივი მეთვალყურეობა.
  • საქონლის, მასალებისა და ძირითადი საშუალებების სრული აღრიცხვა და გატარება 1C პროგრამაში.
  • საწყობის ნაშთებისა და ბალანსის მუდმივი შემოწმება და 1C-ის მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანა.
  • საქონლის მიღება-გაცემის შესაბამისი საბუთების სწორად და წესრიგში წარმოება.
  • სასაწყობო ჩანაწერებისა და ოპერაციების სიზუსტის მუდმივი კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საწყობის მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საწყობის აღრიცხვის და ძირითადი საშუალების აღრიცხვის სპეციალური პროგრამის ცოდნა;
  • მიღება-გაცემის, ინვენტარიზაციისა და საბუთების გაფორმების პრინციპების ცოდნა.

ანაზღაურება: 1500 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის მენეჯერი").

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს: ვებ-გვერდი: http://www.meppers.com Facebook: meppersGeorgia

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მეპერსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek