8,895 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

0777N5DC 16 Eyl tarihinde yayınlandı 60 görüntüleme

WATSON Georgia

WATSON Georgia

სტაჟირება ფოტოგრაფის პოზიციაზე

WATSON Georgia Dış ilan
Tiflis Staj Medya / Yayıncılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 14 Eki tarihine kadar başvurun

Watson იწყებს 3-თვიან სტაჟირების პროგრამას ფოტოგრაფის პოზიციაზე.

გეძლევა შესაძლებლობა, იმუშაო კრეატიულ გუნდთან, გადაიღო რეალურ პროექტებზე, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და განავითარო საკუთარი უნარები ფოტოგრაფიისა და ვიზუალური კონტენტის მიმართულებით.

Watson ციფრული მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით ოპერირებს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დღესდღეობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 30-ზე მეტი პარტნიორი და 80-ზე მეტი მეგობარი კომპანია გვყავს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: watson.ge

რას გთავაზობთ: • პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ პროექტებზე; • პროფესიონალებთან მუშაობისა და მათგან სწავლის შესაძლებლობას; • მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს; • პორტფოლიოს განვითარების შესაძლებლობას; • გუნდში დარჩენის რეალურ შანსს.

ძირითადი მოვალეობები: • ფოტო-კონტენტის გადაღება სხვადასხვა ტიპის პროექტებისთვის; • გადაღებისთვის საჭირო ტექნიკის მომზადება და სწორად გამოყენება; • გადაღებული მასალის შერჩევა, ორგანიზება და დამუშავება; • ფოტოების ფერების კორექცია და ვიზუალური ხარისხის გაუმჯობესება; • ფოტოებისთვის შესაბამისი ფორმატებისა და ზომების მომზადება სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმისთვის; • კრეატიულ გუნდთან თანამშრომლობა და ვიზუალური იდეების განხორციელება; • პროექტების ვადებში შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • ფოტოგრაფიის საბაზისო ცოდნა; • კამერისა და ფოტოგრაფიული ტექნიკის გამოყენების ცოდნა; • ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა; • დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი.

ლოკაცია: თბილისი, თბილისის ზღვის პლაზა, ჯ. ლეჟავას 22. გრაფიკი: ნახევარ განაკვეთი.

გაგვიგზავნე შენი პორტფოლიო ან ნამუშევრები შემდეგ მისამართზე.

დაგვიკავშირდი, დაიწყე კარიერა Watson-თან ერთად!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
WATSON Georgia
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek