8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

0AY8NQ0N 16 Eyl tarihinde yayınlandı 34 görüntüleme

ბორან ლაითი

ბორან ლაითი

მიწოდების სამსახურის ოფიცრის თანაშემწე

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1800–2100 / ay 17 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "ბორან ლაითი" (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის ოფიცრის თანაშემწის პოზიციაზე თბილისში.

მისამართი: ქ. თბილისი, მარნეულის ქ.N44; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 - 17:30; საშუალო ანაზღაურება: 1800 ლარიდან 2100 ლარამდე.

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მოვალეობები:

  • მიწოდების სამსახურის ოფიცრის დახმარება კლიენტებისთვის. პროდუქციის მიწოდების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • კლიენტებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
  • პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (ქვითრების, ინვოისებისა და ხელმოწერების უზრუნველყოფა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბორან ლაითი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek