9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

0CM82TP0 2 Eyl tarihinde yayınlandı 50 görüntüleme

One Point

One Point

ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი

One Point Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 3 Eki tarihine kadar başvurun

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

ინდუსტრია: ავტოინდუსტრია სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 16:00-01:00 სთ

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა, სამუშაოს დელეგირება/კონტროლი და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა
  • დაქვემდებარებული პერსონალის სწავლება და სუპერვიზია, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შეფასება
  • დეპარტამენტის ეფექტურობის გაზრდისა და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების და გეგმების შემუშავება
  • კომპანიაში ლოჯისტიკური და საოპერაციო მიმართულებით პროცედურებისა და სტანდარტების შემუშავება/დანერგვა
  • ლოჯისტიკური და საოპერაციო პროცესების უწყვეტად და გამართულად წარმართვა, მუდმივი განვითარებისა და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა
  • სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა
  • საზღვაო გადაზიდვების სწორი ორგანიზება და პროცესის ზედმიწევნით შესრულების მუდმივი მონიტორინგი
  • გადაზიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნა/წარმოების პროცესის მართვა და მონიტორინგი
  • ტრანსპორტირების მარშრუტების, ვადებისა და შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი რეპორტინგი
  • პერიოდული ინვენტარიზაციის პროცესის მონიტორინგი, საწყობებთან კოორდინირებული და შეუფერხებელი თანამშრომლობის უზრუნველყოფა
  • კონტრაქტორებთან თანამშრომლობა, საჭიროების შემთხვევაში მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება
  • ლოჯისტიკური და საოპერაციო პროცესების პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან
  • პრობლემური საკითხებისა და ინციდენტების განხილვა და დროული რეაგირება
  • დადგენილი შესრულების ინდიკატორის შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანების შესრულება
  • სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მეთვალყურეობა და კომპანიაში დანერგვის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი მენეჯერული გამოცდილება ლოჯისტიკის ან/და საოპერაციო მიმართულებით
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel)
  • საოპერაციო და ლოჯისტიკური პროცესების ცოდნა
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა (მინიმალური დონე B2/C1)

საჭირო უნარები:

  • გუნდურად მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი
  • დაქვემდებარებულების მართვისა და სწავლების უნარი
  • სტრატეგიული დაგეგმვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პრიორიტეტების განსაზღვრა, სამუშაო დროის მენეჯმენტი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე და წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით. One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
One Point
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek