სამედიცინო წარმომადგენელი
ფარმაცევტული კომპანია "3D GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და ფარმაცევტებთან
- კომპანიის მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის წარდგენა
- კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელება
- ყოველდღიური რეპორტი
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- შედეგზე ორიენტირებულობა
- ინიციატივის გამოჩენის უნარი
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ ორი წელი.
პიროვნული უნარ - ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა
- პუნქტუალობა
- პოზიტიურობა.
კომპანია გთავაზობთ მაღალ ანაზღაურებას, (მობილური კავშირი, სატრანსპორტო და სამივლინებო ხარჯები, ბონუსი,)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე (CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება!). გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
გისურვებთ წარმატებებს!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.