← Tüm iş ilanları

0ER553A2 16 Kas tarihinde yayınlandı 12 görüntüleme

ბრენდ მენეჯერი

Görüşülür Oturum açın ve başvurun

16 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 15 Ara tarihine kadar başvurun

სადისტრიბუციო კომპანია შპს „ბრიტანია გლობალი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე „ბრიტანია გლობალი“ წარმოადგენს არასასურსათო სამომხმარებლო პროდუქციის საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენური საშუალებების სადისტრიბუციო კომპანიას.

ვეძებთ ადამიანს, რომელიც შეძლებს ბაზრის შესაძლებლობების აღმოჩენას, პერსპექტიული პროდუქტების მოძიებასა და ბრენდების განვითარებას. პოზიცია მოითხოვს კომერციულ ხედვას, მონაცემების ანალიზისა და დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელების უნარს.

ძირითადი მოვალეობები

  • ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების კვლევა; მოთხოვნის, ბაზრის მოცულობისა და ზრდის შესაძლებლობების შეფასება.
  • კონკურენტების ასორტიმენტის, ფასების, პოზიციონირებისა და აქტივობების შესწავლა; ჩვენი პროდუქტების კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა.
  • ახალი პროდუქტებისა და მომწოდებლების მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე; მათი კომერციული პოტენციალის შეფასება.
  • ბრენდების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების მომზადება; ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით ახალი იდეებისა და ინიციატივების შეთავაზება.
  • ასორტიმენტის განვითარებაში, პროდუქტის მახასიათებლებისა და შეფუთვის გაუმჯობესებასა და ახალი პროდუქტების ბაზარზე გაშვებაში მონაწილეობა.
  • საბუღალტრო/სავაჭრო პროგრამიდან ანგარიშების ამოღება, Excel-ში დამუშავება და ანალიზი ბრენდების, პროდუქტების, კლიენტებისა და გაყიდვების არხების მიხედვით.
  • გაყიდვების, ფასების, მარჟისა და აქციების შედეგების ანალიზი; დასკვნებისა და კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება.
  • გაყიდვების პროგნოზებისა და გეგმების შემუშავება გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობით.
  • მარაგების ბრუნვადობის, დეფიციტისა და ჭარბი ან ნელა მოძრავი პროდუქციის მონიტორინგი; შესყიდვებისა და გაყიდვების გუნდებისთვის რეკომენდაციების მომზადება.
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკება კომერციულ პირობებზე, მარკეტინგულ დაფინანსებასა და ბრენდის განვითარების მხარდაჭერაზე.
  • მომწოდებლების მიერ დაფინანსებული მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტის კონტროლი და შედეგების შეფასება.
  • სავაჭრო ობიექტებზე პერიოდული ვიზიტები პროდუქციის წარმოდგენის, ფასების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებლის უკუკავშირის შესასწავლად.
  • გაყიდვების გუნდისთვის პროდუქტის პრეზენტაციებისა და სასწავლო მასალების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება; სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით.
  • ბრენდ მენეჯმენტის, კატეგორიის მართვის, სავაჭრო მარკეტინგის ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციის — FMCG — ბაზრისა და სადისტრიბუციო ბიზნესის მუშაობის პრინციპების ცოდნა.
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა უცხოელ მომწოდებლებთან საქმიანი მიმოწერისა და მოლაპარაკების დონეზე.
  • საბუღალტრო/სავაჭრო პროგრამებში ანგარიშებთან დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება; FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • Excel-ის კარგი ცოდნა: მონაცემების დამუშავება, ფორმულები, კრებსითი ცხრილები, Pivot Table და ანალიტიკური ანგარიშების მომზადება.
  • ფასწარმოქმნის, მარჟის, პროდუქტის მომგებიანობისა და მარკეტინგული ბიუჯეტის ანალიზის უნარი.
  • მოლაპარაკების, პრეზენტაციისა და გუნდური თანამშრომლობის უნარები.
  • ინიციატივიანობა, ორგანიზებულობა და შედეგზე პასუხისმგებლობა.
  • განსაკუთრებულ უპირატესობად ჩაითვლება
  • არასასურსათო პროდუქციის, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენური საშუალებების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
  • უცხოელ მწარმოებლებთან უშუალო თანამშრომლობისა და მარკეტინგული ბიუჯეტების შეთანხმების გამოცდილება.
  • ახალი პროდუქტის ბაზარზე წარმატებით გაშვების ან ბრენდის გაყიდვებისა და მომგებიანობის ზრდის პრაქტიკული მაგალითები.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
  • ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების მიხედვით, პლუს ბონუსი.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომერის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ „ბრენდ მენეჯერი“.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz