8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

0K3TSWH4 12 Eyl tarihinde yayınlandı 54 görüntüleme

MS Holding

MS Holding

შეკვეთის ოპერატორი

MS Holding Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1500 / ay 13 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

"MS holding" გეძებს შენ შეკვეთების ოპერატორის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს:

  • პარტნიორი კომპანიებისგან და გაყიდვების დეპარტამენტიდან მიღებული შეკვეთების დამუშავება და პროგრამული გაწერა;
  • შეკვეთების დამუშავებისას ფასებისა და ბარკოდების გადამოწმება, შეუსაბამობების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების მენეჯერებთან კომუნიკაცია;
  • პროგრამულად გაწერილი შეკვეთების მიწოდების ვადების შეთანხმება ხელმძღვანელთან და გაყიდვების დეპარტამენტის პასუხისმგებელ პირებთან;
  • მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი შეკვეთების ზედნადებების მართვა (ატვირთვა, კორექტირება, გაუქმება);
  • პროდუქციის უკან დაბრუნების პროგრამული გამზადება, ზედნადების ატვირთვა და საჭიროებისამებრ კორექტირება;
  • წუნდებული პროდუქციის შესაბამის საწყობზე პროგრამული გადატანისა და ჩამოწერის პროცესში მონაწილეობა;
  • სამუშაო პროგრამაში ნაშთების და შიდა გადაადგილებების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ჭირნახულის ქუჩა, #4;
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00 საათი;
  • ანაზღაურება: 1500 ₾

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
  • სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
MS Holding
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek