კლდეზე ცოცვის ინსტრუქტორი
"ისთ ფოინთი" აცხადებს კლდეზე ცოცვის ინსტრუქტორის ვაკანსიას გასართობ ცენტრ ფოკუს მოკუსისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- ვიზიტორებისთვის კლდეზე ცოცვისთვის საჭირო ინსტრუქტაჟის ჩატარება
- ვიზიტორებისთვის საჭირო აღჭურვილობის მორგება (დაცვის ქამარი, დამცავი ჩაფხუტი, საცოცი ფეხსაცმელი (კედები) და ა.შ.)
- კლდეზე ცოცვის ატრაქციონზე ცოცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მოწესრიგება
- კლდეზე ცოცვის ატრაქციონზე პრობლემური სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- ვიზიტორების ატრაქციონზე დასწრების დროის კონტროლი
მოთხოვნები/პიროვნული უნარ ჩვევები:
- სასურველია კლდეზე ცოცვის გამოცდილება
- სასურველია ინსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება
- ენერგიულობა
- სპორტული აღნაგობა
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
გრაფიკი მოძრავი: 15 მორიგეობა თვეში (სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი) ანაზღაურება: 900 ლარი სარგებელი: ბონუსი და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე, სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 15 ოქტომბერი, 2026
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.