Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

0NNDNB0J 20 Kas tarihinde yayınlandı 20 görüntüleme

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

₾1400–1900 / ay Oturum açın ve başvurun

20 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 20 Ara tarihine kadar başvurun

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს ყველაზე ხარისხიან და გემრიელ ტკბილეულსა და ცხობის პროდუქციას სთავაზობს.

"მადარტ დელივერი" "მადარტის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი და ტკბილი პროდუქციის, ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მიტანას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანი, უსაფრთხო და დროული მიწოდების გარდა, მომხმარებლისთვის გემრიელი და პოზიტიური განწყობის შექმნაა.

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა ანაზღაურება: 1400-1900 ₾ სამუშაო გრაფიკი: სრული, მცოცავი - კვირაში 5 დღე, 8 სამუშო საათი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სატელეფონო მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის;
  • მომხმარებლის სრულყოფილად ინფორმირება პროდუქციის შიგთავსის, ფასების, მიტანის სერვისისა და სხვა... შესახებ;
  • შეკვეთების მიღება;
  • შეკვეთების პროგრამულად ასახვა;
  • გამავალი ზარების განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები

  • ქოლ-ცენტრში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენები (ინგლისური, რუსული) - B1 დონე.

შერჩევის პროცესი

  • I ეტაპი - ელფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
  • II ეტაპი - გასაუბრება HR-თან.

დაგვიმეგობრდი სოციალურ ქსელებში

  • Facebook (მთავარი გვერდი): https://www.facebook.com/madartgeorgia
  • Facebook (კარიერის გვერდი): https://www.facebook.com/madartcareer
  • Instagram: https://www.instagram.com/madart_madart/
  • Tik Tok: https://www.tiktok.com/@madartbakery?_t=8gmNhWXbggl&_r=1
  • Linkedin: https://www.linkedin.com/company/42162771/admin/feed/posts/

ვებგვერდი: https://madart.ge/

რეზიუმეს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტ დელივერიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე.

კანდიდატებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უკუკავშირი დაუბრუნდებათ გასაუბრებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში, სატელეფონო ზარის, სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტის მეშვეობით.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz