8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

0VPMC16R 21 Eyl tarihinde yayınlandı 23 görüntüleme

კონტაქტჰოუმი

კონტაქტჰოუმი

ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 22 Eki tarihine kadar başvurun

"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია - ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით კომფორტს.

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენს გუნდში ვეძებთ ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტს რომელიც:

  • ვიდეო კამერის საშუალებით დააკვირდება ჩვენს ფილიალებს და კომპანიის პროდუქციას;
  • დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს ხელმძღვანელს;

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს მსგავს სფეროში გამოცდილება;
  • ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
  • გაქვს სწრაფი რეაგირების უნარი;

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

  • საუკეთესო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშო კვირა;
  • ფინანსური მოტივაცია: 1000ლ + ბონუსი;
  • ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის;
  • აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
  • განვითარება: კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივა მზარდ კომპანიაში.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი, 2026

წარმატებებს გისურვებთ!

შენი კარიერული ზრდა აქ იწყება!

გისურვებთ წარმატებას!

  • * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კონტაქტჰოუმი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek