ბარისტა-კონსულტანტი
"სისაური გრაინდერსი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა? ხარ ენერგიული, ღიმილიანი და პასუხისმგებლობიანი? შემოუერთდი სისაურის გუნდს და გახდი ჩვენი ყოველდღიური ყავის ისტორიის ნაწილი!
ჩვენ ვეძებთ ბარისტა-კონსულტანტს, რომელიც მომხმარებლებს არა მხოლოდ გემრიელ ყავას, არამედ სასიამოვნო გამოცდილებასაც შეუქმნის.
რას გააკეთებ?
- იმუშავებ პოზიტიურ და ენერგიულ გუნდთან ერთად;
- მოამზადებ სასმელებს ჩვენი სტანდარტების შესაბამისად;
- მოემსახურები მომხმარებლებს მეგობრულად და პროფესიონალურად;
- დაეხმარები მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შერჩევაში.
ვის ვეძებთ?
- პოზიტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს;
- პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ თანამშრომელს;
- გუნდური მუშაობის მოყვარულს;
- ადამიანს, რომელსაც სურს განვითარება და ახალი უნარების შეძენა.
გამოცდილება არ არის აუცილებელი - ჩვენ გასწავლით ყველაფერს!
ეძებ პირველ სამსახურს ან ახალ შესაძლებლობას? ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შენი ენერგია, ღიმილი და სურვილი განვითარების.
რას გთავაზობთ?
- ანაზღაურებადი სტაჟირება - 650 ლარი;
- ბარისტა-კონსულტანტის ანაზღაურება - 900 ლარი;
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
- პროფესიული ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობა;
- FitPass-ის პროგრამა;
- სამუშაო დღის განმავლობაში უფასო სასმელი შერჩეული ასორტიმენტიდან;
- გუნდური, გასართობი და განმავითარებელი აქტივობები;
- მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.