9,014 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

11JJZXAK 2 Eyl tarihinde yayınlandı 48 görüntüleme

ევროპროდუქტი

ევროპროდუქტი

მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1300 / ay 3 Eki tarihine kadar başvurun

"ევროპროდუქტი" 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა. ევროპროდუქტი წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის #25 სამუშაო გრაფიკი # 1: დილის ცვლა - 08:30 საათიდან 16:00 საათამდე, საღამოს ცვლა - 15:30 საათიდან 23:00 საათამდე, კვირაში 6 დღე, 1 დღე დასვენება; სამუშაო გრაფიკი # 2: 08:30 საათიდან 23:00 საათამდე, 2 დღე მუშაობა, მომდევნო 2 დღე დასვენება, თვეში 15-16 სამუშაო დღე, (თვეში 2 ღამის ცვლა); საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარი + სტაჟის დანამატი;

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • კომპანიის ობიექტების ვიდეო მონიტორინგი;
  • არსებული დარღვევების აღმოჩენა;
  • დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
  • დარღვევების სისტემატიზაცია, აღწერა.

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

  • კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველი მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ევროპროდუქტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek