მოლარე-კონსულტანტი
ალკოჰოლური სასმელების სპეციალიზებული მაღაზია ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის #20 აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის პრეზენტაცია კომპანიაში დაწესებული სტანდარტების მიხედვით;
- პროდუქციის მერჩენდაიზინგის წესების დაცვით თაროებზე განთავსება;
- თაროების რეგულარულად შევსება და განახლება;
- ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
გრაფიკი: მცოცავი 10:00 - 16:00 ან 16:00 - 22:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე) ანაზღაურება: 1300 ლარამდე (900 ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან);
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.