მონიტორინგის თანამშრომელი
ორგანიზაცია ეძებს მონიტორინგის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული ობიექტების მონიტორინგს.
აღნიშნული სამსახურებრივი სპეციფიკა არ ეხება ვიდეო მონიტორინგს (კამერებთან დაკავშირებული არ არის).
ძირითადი მოვალეობები:
- კომერციული ობიექტების მონიტორინგი
- მონაცემების აღრიცხვა
- მონიტორინგის ანგარიშების მომზადება
სამუშაო გრაფიკი:
- სრული განაკვეთი (8 სამუშაო საათი)
- სამუშაო დრო განისაზღვრება ოპერაციული საჭიროებიდან გამომდინარე
- შესაძლებელია ვიზიტები განხორციელდეს დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მათ შორის გვიან საათებში
ვის ვეძებთ:
- მზად არის იმუშაოს სრულ გრაფიკში (მათ შორის საღამოს საათებში)
- პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული
- შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და მუშაობა
- აქვს კომუნიკაციის საბაზისო უნარები.
პირობები:
- ანაზღაურება - 1500 ლარი (საცდელი პერიოდის განმავლობაში
- სამსახურებრივი ხარჯების ანაზღაურება (მათ შორის სამგზავრო ბარათი, ყოველდღიური გადაადგილებისთვის)
განაცხადის მიღება:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე.
ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი განაცხადის განხილვისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. თქვენი რეზიუმე (CV) ორგანიზაციის მიერ ინახება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
ორგანიზაციისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ აღნიშნული მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაცემულ იქნას ან/და დამუშავდეს ზემოაღნიშნული მიზნებისთვის.
აღნიშნულ პირობებზე თანხმობა წარმოადგენს თქვენი კანდიდატურის განხილვის აუცილებელ წინაპირობას.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.