ტექნიკური ასისტენტი
სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.
პირობები:
- ადგილმდებარეობა: ბათუმი, გიორგი ანწუხელიძის ქ
- სამუშაო დრო: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შაბათი 10:00 - 15:00
- ანაზღაურება: 700 ₾ + ბონუსი გაყიდული ავტომობილიდან (საშუალო ანაზღაურება 1700-2000 ლარი)
თანამშრომლების შერჩევაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პარკინგზე მოსული მომხმარებლების დახვედრა და კონსულტაცია;
- ავტომობილების ძირითადი მახასიათებლების გაცნობა (ძრავა, წელი, გარბენი, კომპლექტაცია და სხვა);
- ავტომობილის დათვალიერებაში დახმარება;
- გაყიდვების მენეჯერთან კოორდინაცია პარკინგზე წესრიგისა და ავტომობილების სისუფთავის კონტროლი.
- გამყიდველთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება
- GPS მოწყობილობის მონტაჟი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
ჩვენ გთავაზობთ:
- ბაზარზე კონკრეტულ სახელფასო სისტემას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- კორპორაციული დაზღვევას
- განმავითარებელ ტრენინგებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელფოსტაზე, Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.