8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

18J1E48H 2 Eyl tarihinde yayınlandı 68 görüntüleme

ლაიქ ჰაუსი

ლაიქ ჰაუსი

ოფის მენეჯერი

Batum Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 2 Eki tarihine kadar başvurun

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (https://www.likehouse.ge/), აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები: - კორესპონდენციის მართვა და საქმიანი მიმოწერა კომპეტენციის ფარგლებში; - შეხვედრების ორგანიზება და კლიენტების, სტუმრების, პარტნიორების მიღება / დახვედრის უზრუნველყოფა; - კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში (PR-კამპანიები, წვეულებები, ტრენინგები და ა.შ.) ჩართულობა; - საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების პროცესში ჩართულობა; - ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება; - არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა; - არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა; - უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); - ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი უნარ-ჩვევები: - გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია; - ფექტური კომუნიკაციის უნარი; - ორგანიზების და დროის მართვის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ: - კონკურენტულ ანაზღაურებას; - კომფორტულ სამუშაო გარემოს; - კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ოფის მენეჯერი“. დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ლაიქ ჰაუსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek