8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

1C8ZE09P 10 Eyl tarihinde yayınlandı 34 görüntüleme

ახალი ხედვა

ახალი ხედვა

კატეგორიის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 11 Eki tarihine kadar başvurun

"ახალი ხედვა" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 09:00 - 18:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პორტფელში არსებული ბრენდების გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა წლიურ ჭრილში, კონკრეტული აქტივობებისა და ბრენდის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე;
  • ბრენდების ჭრილში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის გარშემო მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა მარკეტინგის გუნდთან ერთად, მართვა და ანალიზი გაყიდვების ზრდის სტიმულირებისათვის;
  • ბრენდების განვითარებისათვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა და კონტროლი;
  • უწყვეტი სწავლების/ტრენინგების დაგეგმვა/ჩატარება;
  • პროდუქციის მარაგების დონეების განსაზღვრა და კონტროლი;
  • პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი;
  • ბაზრის კვლევა/ანალიზი, კონკურენტების შეფასება;
  • პროდუქციის ასორტიმენტის გამდიდრებაზე ზრუნვა;
  • არსებული ასორტიმენტის ანალიზი, რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
  • კატეგორიაში შემავალი ბრენდების მომგებიანობის ანალიზი ფინანსურ მენეჯერთან ერთად;
  • პორტფელში შემავალი პროდუქციის უწყვეტად არსებობის უზრუნველყოფა ქსელში;
  • ნაშთების კონტროლი;
  • შეკვეთების მომზადება;
  • შეხვედრების ჩატარება გაყიდვების გუნდთან;
  • ორმაგი ვიზიტების განხორციელება კლინიკებში;
  • მრგვალი მაგიდების ჩატარება კლინიკებში;
  • სამედიცინო კონფერენციების ორგანიზება;
  • გაყიდვებისა და სამედიცინო წარმომადგენლების გუნდთან ერთად ბიუჯეტის განსაზღვრა, გეგმების შემუშავება, გაწეული ან დაგეგმილი ხარჯების მომგებიანობისა და მიზნობრიობის განსაზღვრა.
  • საბეჭდი მასალის საჭიროების განსაზღვრა და შემუშავება შესაბამის განყოფილებებთან ერთად;
  • დაბრუნებული და ვადაგასული პროდუქტის კონტროლი კატეგორიების მიხედვით;
  • ყოველკვირეული, ყოველთვიური რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია - სამედიცინო, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მარკეტინგის მიმართულებით);
  • პროდუქტ მენეჯერად, კატეგორიის ან/და ბრენდ მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (აუცილებელია სამედიცინო მიმართულებით);
  • აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა/დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კატეგორიის მენეჯერი).

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ახალი ხედვა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek