8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

1EKQDXH2 15 Eyl tarihinde yayınlandı 31 görüntüleme

სუფთა სახლი

სუფთა სახლი

ოფისის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 16 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 230-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

კომპანია "სუფთა სახლი" ეძებს გუნდის ახალ წევრს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა 36 სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00) ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საკანცელარიო დოკუმენტების მოწესრიგება,
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი, კონტროლი და შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება,
  • Info ფოსტის მიღება-გაგზავნა, დელეგირება,
  • წერილების მიღება, სორტირება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება,
  • ოფისში სამუშაო პირობების შექმნა (საკანცელარიო და საინფორმაციო მასალებით უზრუნველყოფა),
  • Meeting room-ში შეხვედრების შეთანხმება და დანიშვნა,
  • სტუმრების დახვედრა და მათთვის ყურადღების მიქცევა,
  • დირექტორის მიერ მიცემული სხვა საოფისე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა;
  • უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული);

დამატებითი უნარები:

  • კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მზარდი შრომითი ანაზღაურება;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოფისის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სუფთა სახლი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek