9.770 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

1G44E9VM 15 Eki tarihinde yayınlandı 70 görüntüleme

City Management Group

City Management Group

სოციალური მედიის მენეჯერი

Oturum açın ve başvurun
₾1500 / ay olağana göre −32% · olağan 2,193 ₾ · 23 ilan 14 Kas tarihine kadar başvurun

City Management Group (CMG) ეძებს კრეატიულ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ სოციალური მედიის მენეჯერს!

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც სრულად ჩაიბარებს კომპანიის სოციალურ ქსელებს, დამოუკიდებლად დაგეგმავს და შექმნის საინტერესო კონტენტს, იზრუნებს ბრენდის ცნობადობის ზრდასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე.

ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის Facebook და Instagram გვერდების სრული მართვა და განვითარება; - სოციალური მედიის სტრატეგიისა და ყოველთვიური კონტენტგეგმის შემუშავება; - კრეატიული იდეების გენერირება და ვიდეორგოლებისთვის სცენარების მომზადება; - ვიდეოკონტენტის დამოუკიდებლად გადაღება, მონტაჟი და გამოქვეყნება (Reels, Stories, Posts); - სარეკლამო პოსტერების, ბანერებისა და სხვა ვიზუალური მასალების დიზაინის შექმნა კომპანიის ბრენდულ სტილში; - Meta Ads Manager-ის საშუალებით სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია; - მიზნობრივი აუდიტორიის სწორად განსაზღვრა და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა; - მიზნობრივი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ახალი კორპორაციული დამკვეთების მოსაზიდად, მათ შორის დეველოპერული კომპანიების, საცხოვრებელი კომპლექსებისა და ორგანიზაციების, რომლებსაც სჭირდებათ დასუფთავებისა და უძრავი ქონების მართვის მომსახურება; - კომპანიის მომსახურებების ეფექტურად და საინტერესოდ წარმოჩენა სოციალურ ქსელებში; - სარეკლამო კამპანიების შედეგების ანალიზი, პოტენციური კლიენტების მომართვების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება; - სოციალური მედიის თანამედროვე ტენდენციების მონიტორინგი და მათი პრაქტიკაში გამოყენება.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ: - Facebook-ისა და Instagram-ის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; - Meta Ads Manager-ის საფუძვლიანი ცოდნა და შედეგიანი სარეკლამო კამპანიების მართვის გამოცდილება; - ვიდეოს გადაღებისა და მონტაჟის უნარები; - Canva-ს, Photoshop-ის ან სხვა გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა; - სარეკლამო პოსტერებისა და ვიზუალური კონტენტის დამოუკიდებლად შექმნის გამოცდილება; - მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრისა და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის უნარი; - კრეატიული აზროვნება და საინტერესო იდეების დამოუკიდებლად განხორციელების უნარი; - გამართული ქართული წერითი კომუნიკაცია; - პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი კონტენტი, არამედ რეალური ბიზნესშედეგი!

ჩვენი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა, სწორად შერჩეული აუდიტორიის მოზიდვა და სოციალური მედიის ეფექტურ მარკეტინგულ არხად ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის განვითარებასა და ახალი დამკვეთების მოძიებას.

რას გთავაზობთ? - საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას; - საკუთარი კრეატიული იდეების განხორციელების შესაძლებლობას; - პროფესიული განვითარების პერსპექტივას;

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ანაზღაურება 1500 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და შესრულებული პროექტების პორტფოლიო.

სასურველია, პორტფოლიო მოიცავდეს: შექმნილ ვიდეორგოლებს; სარეკლამო პოსტერებისა და დიზაინების ნიმუშებს; მართული სოციალური მედიის გვერდების მაგალითებს; სარეკლამო კამპანიების შედეგებს

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz