8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

1H51WYGY 16 Eyl tarihinde yayınlandı 25 görüntüleme

ტერამეტრიკი

ტერამეტრიკი

გაყიდვების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

"TERRAMETRIC", დეველოპერული და სამშენებლო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ გაყიდვების გამოცდილების მქონე მენეჯერს, რომელსაც შეუძლია კლიენტთან კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვის პროცესის მართვა პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ⁠პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია;
  • ⁠კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
  • ⁠მოლაპარაკებების წარმოება და გარიგების დახურვა;
  • ⁠ლიდებისა და გაყიდვების პროცესის მართვა CRM სისტემაში;
  • ⁠გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • ⁠ ⁠ბაზრისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მონიტორინგი;
  • ⁠ ⁠კომპანიის შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია.

მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ⁠ ⁠ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • ⁠პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ⁠CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა სავალდებულოა;
  • ⁠უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ⁠კონკურენტულ ანაზღაურებას და გაყიდვების შედეგზე დაფუძნებულ ბონუსს;
  • ⁠პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • ⁠დეველოპერულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ტერამეტრიკი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek