8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

1HWBCS31 17 Eyl tarihinde yayınlandı 42 görüntüleme

აბანოთუბანი გრუფი

აბანოთუბანი გრუფი

ადმინისტრატორი/რეცეფციის თანამშრომელი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1300–1500 / ay 1 Eki tarihine kadar başvurun

"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ადმინისტრატორის (რეცეფციის თანამშრომელი) პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 1 დღე ანაზღაურება: 1300₾-1500₾ ლარი (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სატელეფონო და ინტერნეტ ჯავშნების მიღება და სისტემური აღრიცხვა
  • სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება
  • სტუმრებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ინსტრუქციების გაცნობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • Excel-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • მზარდი ანაზღაურება
  • სამედიცინო დაზღვევა
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
  • შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურში (Subject) მოუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება.

ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში. თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე, რეზიუმეს გამოგზავნისას "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
აბანოთუბანი გრუფი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek