გაყიდვების მენეჯერი
16 Kas tarihinde yayınlandı (3 gün kaldı) 19 Kas tarihine kadar başvurun
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში ერთ-ერთი კომპანიისთვის, რომელიც ჰიგიენური საშუალებების ვაჭრობისა და დისტრიბუციის სფეროში მოღვაწეობს.
ძირითადი მოვალეობები
- არსებულ დამკვეთებთან ურთიერთობა, ახალი დამკვეთების მოძებაზე მუშაობა;
- კომპანიის ასორტიმენტის ცოდნა;
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
- მიწოდების გუნდთან სინქრონული მუშაობა;
- კონკურენტების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
- დებიტორების კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები
- ბაკალავრის ხარისხი;
- 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პრისელერის/კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის/გაყიდვების აგენტის პოზიციაზე;
- აუცილებელია ჰორეკა სეგმენტზე მუშაობის გამოცდილება;
- მართვის მოწმობა - B კატეგორია.
დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30;
- ოფისი მდებარეობს დიღომში;
- კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილს;
- კომპანია უზრუნველყოფ საწვავის ლიმიტსა და ცვეთის ხარჯებს;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სატელეფონო ლიმიტი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე.