მიმღების ადმინისტრატორი
14 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 14 Ara tarihine kadar başvurun
"Panterra Construction" ბათუმში დაფუძნებული სამშენებლო მულტი სერვისებით დაკომპლექტებული კომპანიაა. სრულ ციკლს ერთი გუნდით ვფარავთ: არქიტექტურული პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, მშენებლობა და რემონტი, პროექტიდან გასაღების ჩაბარებამდე. ვქმნით კერძო სახლებს, ტაუნჰაუსებს, საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს და ვიყენებთ უკანასკნელ ტექნოლოგიებს და ტრენდებს.
ვეძებთ მიმღების ადმინისტრატორს.
რომელიც გახდება ძლიერი და კრეატიული გუნდის წევრი
ეს ადამიანი ოფისში შემოსულ ყველა სტუმარს პირველი დახვდება და პირველ შთაბეჭდილებას შექმნის კომპანიაზე.
ძირითადი მოვალეობები
- ოფისში სტუმრების მიღება (კლიენტები, პარტნიორები, უძრავი ქონების პოტენციური მყიდველები) და მათი საჭიროების გარკვევა;
- სტუმრის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან: გაყიდვების კონსულტანტთან, პროექტის მენეჯერთან ან კომპანიის წარმომადგენელთან;
- შემომავალ ზარებზე პასუხი, ზოგად კითხვებზე ინფორმაციის მიწოდება და ზარების გადამისამართება;
- ელფოსტის, შემოსული და გასული კორესპონდენციისა და შეტყობინებების მართვა;
- შეხვედრების განრიგის კოორდინაცია გაყიდვების გუნდთან ერთად, შეხვედრის სივრცის მომზადება და სტუმრების გამასპინძლება;
- სტუმრებისა და მომართვების აღრიცხვა CRM-ში, მათ შორის იმისა, საიდან შეიტყო კლიენტმა კომპანიის შესახებ;
- გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდის ადმინისტრაციული მხარდაჭერა: დოკუმენტების მომზადება, ბეჭდვა, სკანირება და დაარქივება;
- მისაღები სივრცისა და ოფისის სისუფთავეზე და მოწესრიგებულობაზე ზრუნვა;
- საოფისე მარაგების კონტროლი და შევსების საჭიროების დროულად შეტყობინება;
- კლიენტების მონაცემებისა და კომპანიის დოკუმენტების კონფიდენციალურობის დაცვა შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა ადმინისტრაციული დავალებები.
მოთხოვნები
- გამოცდილება რესეფშენზე, მომხმარებელთა მომსახურებაში, საოფისე ადმინისტრირებაში ან სასტუმროში (უპირატესობაა);
- გამართული კომუნიკაცია და თავაზიანი, თავდაჯერებული მანერა სხვადასხვა ტიპის კლიენტთან;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვის უნარი;
- Microsoft Office-ის ან Google Workspace-ის, ელფოსტისა და კალენდრის თავისუფლად ფლობა;
- CRM-ში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობაა).
ენები
- ქართული: თავისუფლად;
- ინგლისური: ძალიან კარგად;
- რუსული: კარგად;
- თურქული: უპირატესობაა;
- სხვა უცხო ენა: დამატებითი უპირატესობაა.
რას გთავაზობთ
- ანაზღაურება: 5000 - 6000 ₾, პლუს ბონუსი შედეგების მიხედვით;
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული მობილური ნომერი; კომუნიკაციის ხარჯებს კომპანია ფარავს;
- პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა მზარდ კომპანიაში;
- მუშაობა არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, ინჟინრებთან და გაყიდვების გუნდთან ერთად.
სამუშაო პირობები
- ადგილი: ბათუმი, კ გამსახურდიას 4;
- გრაფიკი: 5 დღე კვირაში.
როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი:
CV გამოგზავნეთ მისამართზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: "მიმღების ადმინისტრატორი, სახელი გვარი". გასაუბრებაზე დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს.
პერსონალური მონაცემები:
CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება და სხვა) დაამუშაოს და შეინახოს შპს "პანტერრა.ჯი"-მ. მონაცემები გამოიყენება მხოლოდ კანდიდატების შერჩევისთვის და ინახება 1 წლის ვადით. თანხმობის გამოხმობა და მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, მათ შორის წაშლის, მოთხოვნა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისამართზე.