8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

1QDZKWKW 21 Eyl tarihinde yayınlandı 16 görüntüleme

XS სათამაშოები

XS სათამაშოები

ადმინისტრატორი Build A Bear-ის სახელოსნოში

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 22 Eki tarihine kadar başvurun

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xstoys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, Build A Bear-ის სახელოსნოში, გრანდმოლში ქალაქ ბათუმში.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში და ეორი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა
  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
  • მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
  • სალაროს მართვა და დღის შემოსავლის აღრიცხვა
  • პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების მონიტორინგი
  • გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
  • კომპიუტერული უნარები (MS Office, სალარო სისტემები)

პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი - გრანდმოლი ბათუმი)

სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
XS სათამაშოები
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek