8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

1R4EP88W 11 Eyl tarihinde yayınlandı 38 görüntüleme

PMG

PMG

E-commerce & პროდუქტის მონაცემების სპეციალისტი

PMG Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 8 Eki tarihine kadar başvurun

PMG აცხადებს ვაკანსიას — E-commerce & Product Data Specialist

PMG — სამედიცინო სახარჯი მასალების, სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების დისტრიბუტორი კომპანია — ეძებს მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჩვენი პროდუქციის ციფრულად დამუშავებასა და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე განთავსებაზე.

თუ კარგად ფლობ კომპიუტერს, გაქვს ორგანიზებული მუშაობის უნარი, გიყვარს პროდუქციის მოძიება, ინფორმაციის დამუშავება და ონლაინ სივრცეში მუშაობა — ეს პოზიცია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის პროდუქციის ციფრულ კატალოგში გადატანა და სტრუქტურირება; - პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მოძიება მწარმოებლების ოფიციალური ვებგვერდებიდან, კატალოგებიდან და ტექნიკური დოკუმენტაციიდან; - პროდუქციის სახელების, აღწერების, ტექნიკური მახასიათებლების, ზომების, მოდელების და სხვა მონაცემების მომზადება; - პროდუქციის ფოტოების, კატალოგების, ინსტრუქციებისა და სერტიფიკატების ორგანიზება; - პროდუქციის კატეგორიების, SKU-ების და სხვა მონაცემების სწორად განსაზღვრა; - პროდუქციის განთავსება კომპანიის ვებგვერდზე და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე; - არსებული პროდუქციის ინფორმაციის განახლება და მონაცემების სიზუსტის კონტროლი; - Excel / Google Sheets-ში პროდუქციის მონაცემთა ბაზების წარმოება და განახლება; - პროდუქციის ონლაინ ხილვადობისა და წარმოდგენის გაუმჯობესება; - გაყიდვების, მარკეტინგისა და შესყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა.

მოთხოვნები: - კომპიუტერთან მუშაობის კარგი ცოდნა; - Microsoft Excel / Google Sheets-ის კარგი ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა — მინიმუმ B1/B2 დონე; - ინტერნეტში ინფორმაციის სწრაფად და სწორად მოძიების უნარი; - ტექნიკური ინფორმაციის წაკითხვისა და დამუშავების უნარი; - მაღალი ყურადღება დეტალების მიმართ; - ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; - დიდი რაოდენობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი; - ახალი პროგრამებისა და ონლაინ პლატფორმების სწრაფად ათვისების უნარი.

უპირატესობა ექნება კანდიდატს, რომელსაც აქვს: - E-commerce-ში ან პროდუქციის ონლაინ განთავსების გამოცდილება; - Shopify, WooCommerce ან სხვა CMS პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება; - Amazon, eBay, Alibaba ან სხვა Marketplace-ებთან მუშაობის გამოცდილება; - SEO-ს საბაზისო ცოდნა; - Photoshop, Canva ან მსგავსი პროგრამების ცოდნა; - სამედიცინო პროდუქციის ან ტექნიკური პროდუქციის შესახებ გამოცდილება.

გამოცდილება სავალდებულო არ არის — მთავარია მონდომება, სწავლის სურვილი და კომპიუტერთან კარგი მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამსახურს განვითარებად კომპანიაში - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას - თანამედროვე E-commerce მიმართულებაში მუშაობის შესაძლებლობას - მრავალფეროვან და საინტერესო პროდუქციასთან მუშაობას - მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს - კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად - კარიერული ზრდის შესაძლებლობას

სამუშაო ადგილი: თბილისი PMG — Medical Equipment & Healthcare Products

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV. თუ გსურს გახდე PMG-ის E-commerce მიმართულების ნაწილი და დაეხმარო კომპანიას პროდუქციის ციფრულ განვითარებაში — გამოგვიგზავნე შენი CV.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
PMG
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek