8,930 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

1SB7Z0QC 19 Eyl tarihinde yayınlandı 38 görüntüleme

ენმედიცი

ენმედიცი

მოლარე-რეგისტრატორი

Batum Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾900 / ay 20 Eki tarihine kadar başvurun

კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. N3ა

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:00;
  • ყოველ მეორე შაბათს: 09:00-14:00;
  • ოფიციალურ უქმე დღეებში სამუშაო არ სრულდება.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი — 900 ლარი.

ყოველ მეორე შაბათს მორიგეობის შემთხვევაში, შაბათის სამუშაო ანაზღაურდება დამატებით, შესაბამისი ერთი სამუშაო დღის ანაზღაურებისა და 30%-იანი დანამატის გათვალისწინებით. შაბათის დამატებითი ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია შესაბამის თვეში სამუშაო დღეების რაოდენობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტების რეგისტრაცია და მომსახურება;
  • სალარო ოპერაციების განხორციელება;
  • მომსახურების საფასურის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • სალარო დისციპლინისა და კლინიკის შიდა პროცედურების დაცვა.

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
  • კომუნიკაბელურობა და პაციენტებთან თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

ვაკანსიაზე გამოგზავნილი CV და მასში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ენმედიცი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek