8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

1SPCWTVX 27 Ağu tarihinde yayınlandı 45 görüntüleme

სმოტორსი

სმოტორსი

ავტო ცენტრის ხელმძღვანელი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 28 Eyl tarihine kadar başvurun

კომპანია "სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტო ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მიმართულება: ავტოსერვისი, მაღაზია და საწყობი სამუშაო გრაფიკი: სრული ადგილმდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 116 (ყოფილი კაიროს ქუჩა) ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან

კომპანიის შესახებ:

კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

ძირითადი მოვალეობები:

  • გუნდის დაკომპლექტება, მართვა და განვითარება.
  • გაყიდვების ზრდის სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება.
  • კორპორაციული პარტნიორების (კომპანიების) დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
  • ავტოსერვისის (მექანიკოსების), ავტონაწილების მაღაზიისა და საწყობის ყოველდღიური საქმიანობის დაორგანიზება და მართვა.
  • პროგრამულად ნაშთების კონტროლი და პერიოდული ინვენტარიზაცია.
  • სათადარიგო ნაწილების მარაგებისა და შესყიდვების მართვა.
  • ფინანსური მაჩვენებლების, გაყიდვების და ნაშთების ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე (სასურველია ავტოსერვისის, ავტონაწილების ან ლოჯისტიკის სფეროში)
  • ავტომობილის აგებულებისა და სათადარიგო ნაწილების სპეციფიკის კარგად ცოდნა.
  • ლიდერული უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას.
  • დამატებით ბონუსს გაყიდვების შედეგებიდან გამომდინარე.
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს და განვითარების შესაძლებლობას.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სმოტორსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek