8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

1WAD58C0 10 Eyl tarihinde yayınlandı 30 görüntüleme

ევექსი

ევექსი

რადიოლოგი

ევექსი Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 11 Eki tarihine kadar başvurun

"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. "ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბის პოლიკლინიკა/საბურთალოს პოლიკლინიკა

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის მიღება, კვლევა, დაავადებების დიაგნოსტირება, სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების/გაიდლაინების გათვალისწინებით
  • პაციენტის დიაგნოსტირება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში
  • პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა
  • პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრუქტურების დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების, გაიდლლაინების, პროტოკოლების, სხვა სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტების გაცნობა და გამოყენება სამუშაო პრაქტიკაში
  • ინფექციის კონტროლის სტანდარტების გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი რადიოლოგიაში
  • ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხების სერტიფიკატი
  • აუცილებელია დოპლერის და სახსრების ექოსკოპიის გაკეთების შესაძლებლობა
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
  • მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია
  • უწყვეტი პროფესიული განვითარება

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ.

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ევექსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek