მიმტანი
Hotel Tbilisi Philharmonic by Mercure აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სასტუმრო იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!
თქვენი ცოდნა და გამოცდილება:
- სასურველია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მომხმარებლის ყურადღებით და მოთმინებით მომსახურება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
- მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
- ინგლისურისა და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტის დახვედრა და მაგიდამდე მიცილება;
- მენიუს მიწოდება საჭიროების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მიწოდება
- მომხმარებლის შეკვეთილი საკვებითა და სასმელით მომსახურება
- სტუმრებისთვის საუკეთესო მომსახურების გაწევა
- გადახდის ჩეკებისა და ქვითრების შეგროვება და უზრუნველყოფა
რა დაგხვდებათ ჩვენთან:
- ტრეინინგის და განვითარების შესაძლებლობა;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- მეგობრული და დინამიური გარემო;
- ლანჩი
მისამართი: ქ. თბილისი, მელიქიშვილის გამზ. #10
https://mercure.selfrecruit.ge/s/liay
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.