← Tüm iş ilanları

2HHMQQPP 16 Kas tarihinde yayınlandı 4 görüntüleme

დაკრედიტების ჯგუფის უფროსი

Hash Bank Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Görüşülür Oturum açın ve başvurun

16 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 16 Ara tarihine kadar başvurun

HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
  • Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
  • Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
  • განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
  • ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები

  • პოზიციის დასახელება: დაკრედიტების ჯგუფის უფროსი
  • სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.
  • ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

ძირითადი ფუნქციები

  • ვადაგადაცილებული სესხებზე მუშაობის ორგანიზება და შედეგების კონტროლი;
  • ექსპერტთა სწავლების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • დაკრედიტების ოფიცერთა პრაქტიკული სწავლება;
  • დაკრედიტების ჯგუფის მუშაობაზე და ეფექტურობაზე კონტროლი;
  • დაკისრებული კომერციული გეგმების შესრულების ანალიზი და კონტროლი;
  • გაყიდვების ხელშეწყობა;
  • რისკების სამსახურთან კოორდინაცია;
  • ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი და ვადაგადაცილებების ადგილზე მართვა,
  • ბანკის დაკრედიტების საქმიანობის კოორდინაცია;
  • ბანკში პროფესიონალიზმის, გუნდური მუშაობის და ინოვაციის ღირებულებების ამაღლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

  • უმაღლესი განათლება იურიდიული, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
  • საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);

ცოდნა და გამოცდილება

  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • ქართული ენის ცოდნა;
  • უცხო ენები (სასურველია)ინგლისური, რუსული

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ენერგიულობა;
  • თავაზიანობა;
  • სამართლიანობა;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
  • გუნდის მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე.

სათაური: დაკრედიტების ჯგუფის უფროსი განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 დეკემბერი, 2026.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე. სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz