8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

2HVZJWKT 16 Eyl tarihinde yayınlandı 32 görüntüleme

სამშენებლო კომპანია ანაგი

სამშენებლო კომპანია ანაგი

საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 3 Eki tarihine kadar başvurun

სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ვაკანსიის რაოდენობა: 1 ანაზღაურება: შეთანხმებით

სამუშაოს აღწერა კომპანიისა და ჯგუფში შემავალი კომპანიების შიდა საგადასახადო აუდიტში მონაწილეობა და საგადასახადო რისკების ანალიზი. განხორციელებულ და განსახორციელებელ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო რისკების შეფასებაში მონაწილეობა და მათი შესაბამისობის დადგენა საგადასახადო კანონმდებლობასთან. დეკლარციების ანალიზი, ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და მისი მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.

ძირითადი მოვალეობები - კომპანიის შიდა საგადასახადო აუდიტის პროცესში ჩართულობა. - აუდიტის პროცესში სამეურნეო ოპერაციების შეფასებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენაში მონაწილეობა. - სააღრიცხვო პროგრამაში საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის კონტროლი და შესაბამისობის დადგენა კომპანიის მიერ შემუშავებულ სტრატეგიასთან. - ოპერაციების შეფასება/ანალიზი, შესადარისობის დადგენა სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან, სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი და მონიტორინგი. - საგადასახადო ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების გაანგარიშებასა და შედგენაში მონაწილეობა, დეკლარაციების კონტროლი და ანალიზი. - საგადასახადო ორგანოების ან/და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა და წარდგენა. - საგადასახადო აუდიტის პროცესში ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავება და ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების განხრით. - სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება საგადასახადო აუდიტის მიმართულებით. - საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა. - საბუღალტრო პროგრამების – 1c ; Oris ; Fina; Fmg ცოდნა. - კომპიუტერული პროგრამების – MS Office, Microsoft Excel-ისა და Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. - ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: - ანალიტიკური აზროვნება. - დეტალებზე ორიენტირება და ორგანიზებულობა. - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. - დროის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგების მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სამშენებლო კომპანია ანაგი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek