8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

2JN37BBT 1 Eyl tarihinde yayınlandı 40 görüntüleme

Foresight FX

Foresight FX

კლიენტებთან ურთიერთობის ოფიცერი

Foresight FX Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 26 Eyl tarihine kadar başvurun

"Foresight" არის ფინანსური ჯგუფი, რომელიც ქმნის და ავითარებს სხვადასხვა ტიპის ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებს.

ჯგუფის ერთ-ერთი მიმართულებაა "FXHub" - ონლაინ ვალუტის გაცვლის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ვალუტის კონვერტაციას კონკურენტული კურსით, სწრაფად და მარტივად. "FXHub"-ის გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ კლიენტებთან ურთიერთობის ოფიცერს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ახალი კლიენტების მოზიდვა, FXHub-ის სერვისის შეთავაზება და კლიენტებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება.

ლოკაცია: მარშალ გელოვანის გამზ. 52, თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;
  • პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და Cold Calling-ის განხორციელება;
  • კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და გარიგების დახურვა;
  • ახალი კლიენტის მოზიდვის სრული პროცესის მართვა;
  • პოტენციური გარიგებებისა და კლიენტებთან ურთიერთობის პროცესის მართვა;
  • ინდივიდუალური გეგმებისა და KPI-ების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პროაქტიულობა და მიზანდასახულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გაყიდვების პროცესის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ფინანსურ სექტორში, საბანკო სფეროში, სავალუტო ოპერაციებში ან B2B გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

  • მუშაობას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ფინანსურ ჯგუფში;
  • სწრაფად განვითარებად ფინანსურ პროდუქტზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • საბონუსე სისტემას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

განაცხადის წესი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV PDF ფორმატში. (სასურველია ინგლისურ ან ქართულ ენაზე) ელფოსტაზე და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 25 სექტემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Foresight FX
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek