Hareketli Merchandiser (Kendi Aracı/Moped ile)
olağana göre −17% · olağan 1,200 ₾ · 41 ilan
13 Kas tarihinde yayınlandı (31 gün kaldı) 14 Ara tarihine kadar başvurun
Orijinal ilandan otomatik olarak çevrilmiştir. Orijinal metni Gürcüce okuyun →
"დაკო ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის თანამდებობაზე საკუთარი ავტომობილით/მოპედით.
სამუშაო საათები: 09:30-18:30
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
ანაზღაურება: 1000 ლარი + საბონუსე სისტემა (2000 ლარამდე)
ვაკანტური უბანი: ვაკე/ვერა/მთაწმინდა
სათაო ოფისი: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ.ჩანტლაძის ქუჩა
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან)
ძირითადი მოვალეობები:
სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა; პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი; პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება; შესრულებული საქმის დროული ანგარიშის წარდგენა შესაბამის დეპარტამენტებთან; ტერიტორიაზე პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პროდუქციის განლაგების შენარჩუნება და მისი გაფართოება სავაჭრო ობიექტებში; საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება; სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ აუცილებელი არაა. მართვის მოწმობა-B კატეგორია + საკუთარი ავტომობილი ან მოპედი (სავალდებულოა) კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ლიმიტს (მარშრუტის შესაბამისად)
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.