8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

2SMA6VJ2 16 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

Brunch By Gastronome

Brunch By Gastronome

ბარისტა/სენდვიჩის ამწყობი

Tiflis Staj Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
₾1200 / ay 1 Eki tarihine kadar başvurun

"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან

"Brunch by Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ბარისტა/სენდვიჩების ამწყობის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ანაზღაურება: 1200 ლარი (3 თვის შემდეგ 1300 ლარი, 1 წლის შემდეგ 1400 ლარი)
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით).
  • სტაჟირება: 1 კვირა (სრულად ანაზღაურებადი).
  • ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი.
  • ფასდაკლება: 20%-იანი ფასდაკლება "გასტრონომის" სრულ ასორტიმენტზე.
  • კვებით უზრუნველყოფა
  • კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით.
  • აღიარება: კვარტალური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ასორტიმენტის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა
  • მომხმარებლების კონსულტაცია
  • ყავის სხვადასხვა სახეობის მომზადება
  • ფრეშების სხვადასხვა სახეობის მომზადება
  • სენდვიჩების მომზადება
  • მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა
  • ონლაინ მიღებული შეკვეთების მომზადება (Wolt)
  • სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი
  • ყავის და ფრეშის აპარატების მოვლა ინსტრუქციის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
  • სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • გამართული მეტყველება

ფილიალების ადგილმდებარეობა:

  • აბაშიძის ქუჩა 65/67, ვაკე;
  • ჭავჭავაძის გამზირი 37ლ, ვაკე;
  • ქავთარაძის ქუჩა 1 (სითი მოლი) საბურთალო;
  • რუსთაველის გამზირი 2/4 (გალერია თბილისი) მთაწმინდა;
  • ბელიაშვილის ქუჩა 27ა, დიღომი;
  • ც. დადიანის ქუჩა 23, წყნეთი

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ " შპს გასტრონომ ბრანჩი " შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Brunch By Gastronome
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek