8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

2VD8E4G0 9 Eyl tarihinde yayınlandı 62 görüntüleme

Talkpal

Talkpal

Affiliate/CRM მარკეტინგ მენეჯერი

Talkpal Dış ilan
Uzaktan Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 10 Eki tarihine kadar başvurun

"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.

სამუშაოს აღწერა: ჩვენი პროდუქტის (iOS, Android, and Web, Business) Affiliate, CRM, Email Marketing-ის განვითარებისთვის ვეძებთ Affiliate/CRM მარკეტინგ მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენი მარკეტინგის გუნდს და იზრუნებს მის განვითარებაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ადგილმდებარეობა: დისტანციური
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
  • ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

შენი ძირითადი სამუშაო:

  • Affiliate მარკეტინგის არხების მართვა საერთაშორისო ბაზარზე
  • Email მარკეტინგის კამპანიების შექმნა, მართვა და ოპტიმიზაცია
  • Push შეტყობინებებისა და in-app (აპლიკაციის შიდა) კომუნიკაციების მართვა
  • A/B ტესტირება
  • მომხმარებელთა ჯგუფების სეგმენტირება და მათზე მორგებული პერსონალიზებული კომუნიკაცია
  • პროდუქტის და მარკეტინგის გუნდებთან აქტიური მუშაობა
  • ახალი პოტენციალის იდენტიფიცირება CRM და Performance მარკეტინგულ არხებზე
  • რეპორტინგი, დეშბორდების შექმნა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება

შენ მოგაქვს:

  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება CRM, Lifecycle, ან Growth Marketing-ის მიმართულებით
  • Affiliate მარკეტინგული არხების მართვისა და მასშტაბირების პრაქტიკული გამოცდილება
  • CRM პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
  • Push შეტყობინებებთან მუშაობის გამოცდილება
  • პროდუქტისა და მარკეტინგული ანალიტიკის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის მაღალ (C1/C2) დონეზე ფლობა

რატომ უნდა შემოგვიერთდე:

  • გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის
  • გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება
  • მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

იხილეთ ბმული: https://zurl.to/x2ln?source=jobs.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს Talkpal, Inc. ის თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Talkpal
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek