8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

2XCT5R2J 1 Eyl tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

სფეის კარგო

სფეის კარგო

მარკეტინგის ხელმძღვანელი, უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი

Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 2 Eki tarihine kadar başvurun

Space Cargo აცხადებს ვაკანსიებს:

1. მარკეტინგის ხელმძღვანელი

ჩვენ ვართ საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ახორციელებს საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებს, და ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც სრულად ჩაიბარებს კომპანიის მარკეტინგის მიმართულების დაგეგმვას, განვითარებასა და მართვას.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვების ან ლოგისტიკის სფეროში.
  • მნიშვნელოვანია კანდიდატი იცნობდეს ინდუსტრიის სპეციფიკას, საერთაშორისო გადაზიდვების პროცესებს და იმპორტ-ექსპორტის მიმართულებას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
  • მარკეტინგის მიმართულების სრულად მართვა და განვითარება;
  • ბრენდის ცნობადობისა და პოზიციონირების განვითარება;
  • B2B და B2C მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და შედეგების ანალიზი;
  • Digital Marketing-ისა და სოციალური მედიის მიმართულების მართვა — საწყის ეტაპზე საჭირო იქნება ამ მიმართულებებში უშუალო ჩართულობა, მათ შორის კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  • ფოტო/ვიდეო კონტენტის დაგეგმვა და შექმნის პროცესში უშუალო ჩართულობა საწყის ეტაპზე;
  • PR და საკომუნიკაციო მიმართულების განვითარება;
  • მარკეტინგული ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
  • მარკეტინგული KPI-ების განსაზღვრა და შედეგების ანალიზი;
  • მარკეტინგის გუნდის ეტაპობრივად ჩამოყალიბება, განვითარება და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საერთაშორისო გადაზიდვების ან ლოგისტიკის სფეროში სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით (B2B, B2C, Digital);
  • მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
  • გუნდის მართვის ან ჩამოყალიბების გამოცდილება;
  • Digital Marketing-ისა და სოციალური მედიის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;
  • ფოტო/ვიდეო კონტენტის დაგეგმვისა და შექმნის პროცესის მართვის გამოცდილება;
  • ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • ორგანიზების და კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

რას გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • შესაძლებლობას, ნულიდან შექმნათ და განავითაროთ კომპანიის მარკეტინგის მიმართულება;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი | 10:00-18:30 ადგილმდებარეობა: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV:

2. ქ. გორის ფილიალში, სტალინის ქ. 48-ში, უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ტვირთების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება;
  • მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ამანათის გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
  • ჩინეთის საწყობში მისული ამანათების სიების დამუშავება;
  • პერიოდულად საწყობის აღწერა;
  • საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე პროცესების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ არის.
  • ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ ადამიანს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებასთან ერთად მოქნილ საბონუსე სისტემას;
  • სპეციალურ ტარიფებს კომპანიის სერვისებზე;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30
შესვენება: 1 საათი
შაბათი: 11:00-15:00

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე. მნიშვნელოვანია: ელ. ფოსტის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "ოპერატორი გორი". ვაკანსიის დასახელების მითითება აუცილებელია, რათა თქვენი რეზიუმე სწორად დავაფიქსიროთ და კანდიდატების შესაბამის პოზიციაზე გაფილტვრა/განხილვა შევძლოთ.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სფეის კარგო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek