შეღებვისა და კერამიკული ფილების დაგების სპეციალისტი
"სასტუმრო Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ დეპარტამენტში შეღებვისა და კერამიკული ფილების დაგების (მოპირკეთების) სპეციალისტს
ძირითადი მოვალეობები: - კედლებისა და სხვა ზედაპირების შეღებვა; - ზედაპირების მომზადება შეღებვისთვის; - კერამიკული ფილების დაგება და მოპირკეთება; - დაზიანებული ფილების მოხსნა და შეცვლა; - მცირე სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესრულება; - სამუშაოს ხარისხის სტანდარტების დაცვა; - სამუშაო ადგილის სისუფთავისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
პროფესიული მოთხოვნები: - შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება; - შეღებვისა და კერამიკული ფილების დაგების კარგი ცოდნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სიზუსტე და ხარისხზე ორიენტირებულობა; - გუნდურად მუშაობის უნარი; - ტექნიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
პერსონალური მოთხოვნები: - მოწესრიგებული და ყურადღებიანი; - ენერგიული და შრომისმოყვარე; - დეტალებზე ორიენტირებული; - თავაზიანი და კეთილგანწყობილი; - პუნქტუალური და დისციპლინირებული.
სამუშაო პირობები: - სასიამოვნო და ჯანსაღი სამუშაო გარემო; - კვირაში ნორმირებული 40 საათი სამუშაო ; - 9-საათიანი სამუშაო ცვლა, 1-საათიანი შესვენებით; - პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე: https://wyndhambatumi.selfrecruit.ge/s/w1alD
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.