დისტანციური ღამის ოპერატორი
მომსახურების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს დისტანციური ღამის ოპერატორის პოზიციაზე.
რას მოიცავს პოზიცია?
- შემომავალი სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების დამუშავება;
- მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში დაფიქსირება;
- შეკვეთების კოორდინაცია და პროცესის შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
- მძღოლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება;
- მძღოლების მხრიდან წარმოქმნილ შესაძლო ტექნიკურ ან სხვა ტიპის პრობლემებზე დროული რეაგირება.
ვის ვეძებთ?
- აუცილებელია კანდიდატი ცხოვრობდეს თბილისში ან თბილისთან ახლოს;
- მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
- ქართულ ენაზე მკაფიო და გამართული კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და სამუშაოსადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება/მზადყოფნა.
ტრენინგი
სამუშაოს დაწყებამდე თანამშრომელს ჩაუტარდება საჭირო ტრენინგები ადგილზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობა სამუშაო სპეციფიკას, გამოყენებულ სისტემებსა და სამუშაო პროცესის ძირითად პრინციპებს. შემდგომში სამუშაო შესრულდება დისტანციურ რეჟიმში.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ყოველ მეორე ღამეს
- სამუშაო ცვლა შესაძლოა იყოს: 19:00-09:00 ან 17:00-07:00
- ანაზღაურება: 800 ლარი
ჩვენთან მუშაობისას მიიღებთ:
- სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
- დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
- გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
- ახალი უნარებისა და პროფესიული გამოცდილების განვითარების პერსპექტივას;
- დინამიკურ სამუშაო პროცესს, სადაც ყოველდღიურად განსხვავებული სიტუაციების მართვა მოგიწევთ.
თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე აპლიკაციის ფორმის საშუალებით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdfhSFFhqi-ccvX18Et7PWhiPp2xGtoA9Aer0jKqiSdbEVnLQ/viewform?usp=header
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.