8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

31AP9CR8 25 Ağu tarihinde yayınlandı 39 görüntüleme

PepsiCo

PepsiCo

მძღოლი-ექსპედიტორი

PepsiCo Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾2100 / ay 25 Eyl tarihine kadar başvurun

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდება კომპანიის პოლიტიკის, სამარშრუტო განრიგისა და შეკვეთის შესაბამისად.
  • კლიენტებისათვის პროდუქციის გადაცემის ზედნადებების და კლიენტებისაგან მიღებული ფულის სალაროში ჩაბარება.
  • მიწოდების პროცესში პროდუქციის და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა (ტვირთის სწორი განთავსება და ატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი).
  • ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ექსპლოატაციისა და რემონტის საკითხებზე მექანიკოსთან თანამშრომლობა.

კანდიდატის პროფილი:

  • აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა
  • 2+ წელი სატვირთო ავტოტრანსპორტის მართვის გამოცდილება
  • სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე

რას გთავაზობთ?

  • განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
  • კონკურენტული ანაზღაურება - 2100 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი (თვეში საშუალოდ 2400 ლარი, ფიქსირებულს + ცვლადი დანამატი)
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
  • ტრანსპორტირება
  • კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
PepsiCo
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek