ექთნის დამხმარე / მზრუნველი
20 Kas tarihinde yayınlandı (28 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun
„ჯეო მედი“ აცხადებს ვაკანსიას დღის ექთნის დამხმარის (მზრუნველის) პოზიციაზე საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრში საგურამოში.
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- კომპანიის ავტომობილით მომსახურებას;
- სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები
- პაციენტების ყოველდღიურ მოვლასა და ჰიგიენურ პროცედურებში დახმარება;
- კვების, გადაადგილებისა და ყოველდღიური აქტივობების პროცესში პაციენტების მხარდაჭერა;
- პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი და ნებისმიერი ცვლილების შესახებ ექთნის ან უფროსი ექთნის დროული ინფორმირება;
- პაციენტების ოთახებისა და პირადი სივრცის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
- საექთნო პერსონალის მითითებებისა და შიდა განაწესის დაცვა.
ჩვენი მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე ან პაციენტთა მოვლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ყურადღება დეტალების მიმართ და ემპათიის მაღალი გრძნობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობისა უნარი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი ცვლა, გრაფიკი შეთანხმებით;
- სამუშაო ადგილი: საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრი საგურამოში.
- ანაზღაურება: ერთი 8 საათიანი მორიგეობა - 80 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.