საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტირების მენეჯერის ასისტენტი
საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტირების მენეჯერის ასისტენტი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (შესვენება 1 სთ) სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი ასაკი: 23+
ხელფასი: 1, 000-1, 400 ლარი ხელზე, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
- მენეჯერის დავალებების შესრულება;
- ყოველდღიური საოფისე და ადმინისტრაციული საქმიანობის შესრულება;
- უცხოელი სტუდენტების დოკუმენტაციის მომზადება და მოწესრიგება;
- სტუდენტების პირადი საქმეების წარმოება და საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი;
- უნივერსიტეტებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში დახმარება;
- უცხოელი სტუდენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათთვის დახმარების გაწევა;
- დოკუმენტების ელექტრონულ სისტემებში ატვირთვა და მონაცემების განახლება;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხის შესრულებაში მონაწილეობა;
- მენეჯერის მიერ დავალებული სხვა საოფისე საქმიანობის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე — სავალდებულოა;
- ასაკი: 23+;
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel და სხვ.) საბაზისო ცოდნა;
- კარგი ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- უცხოელ სტუდენტებთან კომუნიკაციის უნარი და ემპათია;
- სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის — განვიხილავთ დამწყებ კანდიდატებსაც;
- ვაკანსია განკუთვნილია კანდიდატებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გრძელვადიანი თანამშრომლობით. განვიხილავთ მხოლოდ გრძელვადიანი თანამშრომლობის მსურველ კანდიდატებს.
დაინტერესების შემთხვევაში:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.