8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

37RV88PF 25 Ağu tarihinde yayınlandı 40 görüntüleme

Royal Finance Academy

Royal Finance Academy

Excel-ის ონლაინ ტრენერი

Tiflis Tam zamanlı Eğitim
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

"Royal Finance Academy" აცხადებს კონკურსს Excel-ის 1-თვიანი პროფესიული კურსის ტრენერის პოზიციაზე.

RFA არის ფინანსური და ბიზნეს განათლების პროფესიული აკადემია, რომლის ქსელში გაერთიანებულია 135 პრაქტიკოსი ტრენერი და მოწვეული სპეციალისტი.

ჩვენთვის ტრენერი არის არა მხოლოდ ლექტორი, არამედ პროფესიონალი, რომელსაც ვანდობთ ჩვენი სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. სწორედ ამიტომ RFA-ში ტრენერების შერჩევა მრავალეტაპიანი და კონკურენტულია.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • Excel — Advanced / Expert Level
  • მინიმუმ 1-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ტრენერის პოზიციაზე.
  • ფინანსურ, საბუღალტრო, ანალიტიკურ ან ბიზნეს გარემოში Excel-თან მუშაობის გამოცდილება
  • IF, SUMIFS, COUNTIFS, VLOOKUP, XLOOKUP, INDEX/MATCH-ის სრულყოფილი ცოდნა
  • Pivot Table, Data Validation და Conditional Formatting
  • Dashboard-ებისა და პროფესიული ანგარიშების შექმნა
  • მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის ძლიერი უნარები
  • გამართული კომუნიკაცია და ცოდნის პროფესიულად გადაცემის უნარი

ტრენერობის გამოცდილება და საერთაშორისო სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად.

კურსის ძირითადი მიმართულებები:

  • Excel-ის პროფესიული ფუნქციები
  • ლოგიკური ფორმულები
  • VLOOKUP/XLOOKUP
  • INDEX/MATCH
  • მონაცემთა დამუშავება
  • Pivot Table
  • Conditional Formatting
  • Data Validation
  • დიაგრამები და ვიზუალიზაცია
  • Dashboard-ები და პროფესიული ანგარიშგება

შერჩევის 5 ეტაპი:

I — განაცხადების შეფასება II — Excel-ის ტექნიკური დავალება III — პროფესიული გასაუბრება IV — Demo Lecture V — საბოლოო შეფასება და შერჩევა

ყველა ეტაპის გავლა არ ნიშნავს ავტომატურად თანამშრომლობის შეთავაზებას. RFA იტოვებს უფლებას არ შეარჩიოს კანდიდატი, თუ მისი პროფესიული დონე არ აკმაყოფილებს აკადემიის სტანდარტს.

განაცხადისთვის სავალდებულოა: CV + სამოტივაციო წერილი + კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები

არასრული განაცხადი არ განიხილება და კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე ვერ გადავა.

ელფოსტა:

Subject: Excel Trainer | სახელი გვარი

სამუშაო ფორმატი: ონლაინ (განიხილება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი ლოკაცია)

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Royal Finance Academy
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek