Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

38BKGTM3 20 Kas tarihinde yayınlandı 2 görüntüleme

გაყიდვების მენეჯერი ავტო დაზღვევის მიმართულებით

Görüşülür Oturum açın ve başvurun

20 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 20 Ara tarihine kadar başvurun

სს "wizer დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (ავტო დაზღვევის მიმართულებით) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • კომუნიკაციის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
  • არსებული კლიენტების შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, პრიორიტეტული მოთხოვნა;
  • მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის, საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის უნარი;
  • სადაზღვევო სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული თვისებები

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • პუნქტუალობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: გეგმის შესაბამისი ანაზღაურება+საკომისიო+კვარტალური ბონუსი; სამუშაო ადგილი: წერეთლის 138, მედ კაპიტალის შენობა; სამუშაო გრაფიკი: სრული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "wizer დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე ან/და ტელეფონის ნომერზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "wizer დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "wizer დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz