დიასახლისის დამხმარე/ჰაუსმენი
ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული "Hotel Indigo Batumi Old Town" უნიკალურად აერთიანებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე სტილს. თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა ეს პოზიცია თქვენთვისაა. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს ადმინისტრატორის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს დასუფთავების დეპარტამენტის შეუფერხებელ და ეფექტურ მუშაობას
პოზიცია: დიასახლისის დამხმარე/ჰაუსმენი ადგილმდებარეობა: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს საერთო სივრცეებისა და სამუშაო ზონების მოწესრიგებაში დახმარება;
- დასუფთავების გუნდისთვის საჭირო ინვენტარისა და მასალების მიწოდება;
- თეთრეულის, პირსახოცებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაადგილება;
- ოთახების დალაგების პროცესში დასუფთავების თანამშრომლების დახმარება;
- სასტუმროს სტანდარტებისა და სისუფთავის წესების დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა საოპერაციო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობას საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ დასაქმებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.