საწყობის მიმღები ოპერატორი
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საწყობის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00, შაბათი-09:00-16:00, კვირა-დასვენება
- ანაზღაურება: 1200 ლარი
- მისამართი: ზაჰესი, არსენ ოქროჯანაშვილის 26
ძირითადი მოვალეობები:
- გზავნილების მიღება, დასკანერება, დასტიკერება, დახარისხება უბნების მიხედვით მისამართებზე
- მანქანის დატვირთვა
ძირითადი მოთხოვნები: თბილისის უბნებისა და საქართველოს რეგიონების კარგი ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა
- დისციპლინირებულობა
- მოტივირებულობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
- გასაუბრება
აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის მიმღები ოპერატორი"
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, როსტევანის 8ა)
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.