8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

3QTPYTGM 26 Ağu tarihinde yayınlandı 45 görüntüleme

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა

დაცვის თანამშრომელი

Tiflis Tam zamanlı Güvenlik
Oturum açın ve başvurun
₾900–1100 / ay 27 Eyl tarihine kadar başvurun

"თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის ერთ ვაკანტურ პოზიციაზე.

პირობები:

  • მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21.
  • სამუშაო გრაფიკი: დაცვის თანამშრომლები სამუშაო მოვალეობას ახორციელებენ სკოლაში დადგენილი გრაფიკის შესაბამისად (ცვლებში მუშაობა).
  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები: 900-1100 ლარი. (შედის კვებაც)

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

  • სკოლის შიდა და პერიმეტრის კონტროლი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის გამოყენებით;
  • სკოლის ვიზიტორთა კონტროლი (სკოლის შენობაში შემოსვლისა და გასვლის აღრიცხვა);
  • სკოლის ტერიტორიაზე კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - ბინადრობის მოწმობის ასლი);
  • რეზიუმე;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • შესაბამისი მიმართულებით სერტიფიკატი/სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში დავის დასრულებამდე. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ამგვარი დამუშავების შეწყვეტა.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek