8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

3TQPYFTN 1 Eyl tarihinde yayınlandı 58 görüntüleme

Caucasian PET Company

Caucasian PET Company

წარმოების ოპერატორი, შემფუთავ-დამფასოებელი

Rustavi Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
₾1100 / ay 2 Eki tarihine kadar başvurun

სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.

ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში

კომპანია აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. წარმოების ოპერატორი - 9 ვაკანსია

მოთხოვნები:

  • წარმოებაში ტექნოლოგიურ დანადგარებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება. საწარმოო დანადგარების და ხაზების მომსახურების გამოცდილება (სასურველია).
  • ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია).
  • კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
  • პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის ცოდნა.
  • ქართული ენის ცოდნა, რუსული ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
  • პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების პროცესის გაშვება, რეგულირება და კონტროლი.
  • მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რეგულირება.
  • გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა.
  • საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება.
  • ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.

სამუშაო პირობები:

  • ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე/ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება).
  • ანაზღაურება - 1100 ლარი ხელზე სასწავლო პერიოდის განმავლობაში (3 თვე). სასწავლო პერიოდის გასვლის შემდეგ - 1500 ლარი ხელზე (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).

2. შემფუთავ-დამფასოებელი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერთიფიკატი.
  • ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი.
  • ქართული ენის ცოდნა, რუსული ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
  • პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.

თანამდებობრივი მოვალეობები მოიცავს:

  • მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ.
  • მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ.
  • შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება.
  • წარმოებაში ხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.
  • სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი.

სამუშაო პირობები:

  • ქ. რუსთავი. სამუშაო გრაფიკი -08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება).
  • ანაზღაურება - 1400 ლარი ხელზე. გამოსაცდელი ვადის 1 თვის განმავლობაში - 1000 ლარი ხელზე (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).

სოციალური პაკეტი მოიცავს:

სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Caucasian PET Company
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek